“ჩანთა ჯერ პოლიციამ იპოვა და ამირხანაშვილს მიუტანა – აი, ეს ჩანთა აქ არის და შენ შეგიძლია ამოიცნოო. ეს ეპიზოდიც გაყალბებულია, მიყავთ ამირხანაშვილი და 13 წუთში პოულობენ ჩანთას – ეს არის შეუძლებელი”
ალექსანდრე კობაიძე, შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი
TV პირველი, “დღის ამბები”
შეგახსენებთ, პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომელიც გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზს ადგენს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.
ცნობისთვის, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.