ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გიორგი შაქარაშვილისა და მისი ოჯახის ტრაგედიას პოლიტიკოსები და პოლიტიზირებული მედიები ნუ შეეხებიან”

„მედიის არ მომეწონა, როდესაც ოჯახს მიცვალებული ჰყავს, ზედმეტად პოლიტიზირებული იყო. მედია ცდოლობს ხოლმე, რადგან, უმეტესად, პოლიტიკური მედიაა, თავისით წაიყვანოს ყველაფერი. ასე არ შეიძლება“, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საკითხზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა.

მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ არაფერი „ჩაიფარცხება” და გამოძიება თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის.

„მედიის არ მომეწონა, როდესაც ოჯახს მიცვალებული ჰყავს, ზედმეტად პოლიტიზირებული იყო. მედია ცდოლობს ხოლმე, რადგან, უმეტესად, პოლიტიკური მედიაა, თავისით წაიყვანოს ყველაფერი. ასე არ შეიძლება. ჟურნალისტებმა ბევრი რამ გააკეთეთ, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს ძიება ამაზე არ მისულიყო, არ მგონია, ასე ყოფილიყო. ალბათ გამოძიება უფრო ღრმადაც ჩავა და უბრალოდ გულსატკენია, რამდენი ადამიანი იღუპება. იჩხუბეს, დალიეს… ვინმე უფროსი რომ ყოფილიყო, იქნებ გაეშველებინათ კიდეც. ჩემი თხოვნა იქნება ნებისმიერი პირის მიმართ, რომ ოჯახისა და გიორგის ტრაგედიას პოლიტიკოსები ნუ შეეხებიან. არ მოიტყუონ ახლა – ტელევიზიის დირექტორი ვარ ან რაღაცაო”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომელიც გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზს ადგენს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

ცნობისთვის, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

იტვირთბა....