ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

(ფოტო) დღეს კლუბმა „საბურთალომ“ შაქარაშვილის გარეშე პირველი მატჩი ჩაატარა

საფეხბურთო კლუბ „საბურთალომ“ გიორგი შაქარაშვილის გარეშე პირველი მატჩი ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნდა.

„დღეს შაქარას გუნდმა მის გარეშე პირველი მატჩი ჩაატარა. ჩვენმა გუნდმა ამხანაგურ შეხვედრაში „სპაერი” 2:0 დაამარცხა! ყველა გოლი და გამარჯვება შენ გეძღვნება შაქარ“ – აღნიშნავენ კლუბის წევრები.

ცნობისათვის, ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, გუშინ ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....