aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ჩემი შვილი და მე ერთად გამოვცხადდით განყოფილებაში” – კობა კობალაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქართული ოცნების” დეპუტატის კობა კობალაძის განცხადებით, თავად და მისი შვილი ერთად მივიდნენ პოლიციის განყოფილებაში. ამის შესახებ მან “რუსთავი 2”-თან სატელეფონო საუბარში განაცხადა. აქვე შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება თბილისში 24 ივნისს მომხდარ დაჭრას. შსს-მ ბრალდებულები 11 ივლისს, მედიაში გასული ანონსის შემდეგ დააკავა.

“ჩემი შვილი და მე ერთად გამოვცხადდით განყოფილებაში. ბევრი რამეა აგორებული მასზე. ჩატარდება კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები და რეალურად სამართლებრივი შეფასება მიეცემა მის საქმეს.

არავის ხელს არ ვაფარებ. ბავშვი არის სპორტსმენი, ის ცდილობს სიმართლის მხარეს იყოს. თუ ვინმე ეცდება ამ საქმით წინასაარჩევნოდ რაიმე პროვოცირება მოახდინოს, ეს უკვე მათი პრობლემაა” – განაცხადა დეპუტატმა კობა კობალაძემ.

გუშინ, 10 ივლისს, ტელეკომპანია პირველის ეთერში ანონსი გავიდა, რომლის მიხედვით, 23 წლის ბიჭის დაჭრაში ბრალდებულები შსს-ს დაკავებული არ ჰყავდა. ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, საქმეში მონაწილე ერთ–ერთი პირი “ქართული ოცნების” დეპუტატის შვილი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ანონსის გასვლის შემდეგ “შეიქმნა საფრთხე საქმეში გამავალი პირების მიმალვის, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების შესახებ.”

უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 1997 წელს დაბადებული დ.ჟ და 2000 წელს დაბადებული გ.კ. 2000 წელს დაბადებული დ.კ. კი, მათივე ცნობით, პოლიციის განყოფილებაში თავისი ინიციატივით გამოცხადდა.

გ.კ.-ს ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება, დ.ჟ-ს კი ძალადობა და ცივი იარაღის ტარება.

“საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 238 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით” – აღნიშნულია განცხადებაში.

იტვირთბა....