გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიაა დაბარებული, გვარამია ადგილზე უკვე მივიდა და გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
გვარამიას თქმით, იგი მზადაა, კითხვებზე პასუხი გასცეს და იგი ტერორისტული ხელისუფლებისგან ყველაფერს ელის.
შსს-ის ინფორმაციით, გამოძიების ინტერესის საგანია, თუ რა ინფორმაციას ფლობს ნიკა გვარამია, როგორც „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი არხის ეთერში გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გაჟღერებული გარემოებების შესახებ.
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.