ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

“მადლობა ყველას, ვინც ამ „კორონიან“ სამყაროში ჩვენი ქვეყანა ოაზისად აქცია”

“ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენი ხალხის ბრძნული მოქმედების გარეშე არაფერი გამოვიდოდა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე სოციალურ ქსელში წერს.

იმნაძე მადლობას უხდის მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევენციული ზომების დაცვისთვის.

“ორი დღით ვიყავი ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, საჩივრები იხილებოდა საგანგებო მდგომარების გამოცხადების გარშემო, ახლა ამაზე მეტს არაფერს ვიტყვი, მაგრამ, მართლა გაოცებული ვარ იმ უდიდესი სითბოსა და პატივისცემის გამო, რომელიც უამრავი უცნობი ადამიანისაგან მივიღე ამ ორი დღის განმავლობაში.

„მადლობა ყველაფრისთვის“ – ეს ის სიტყვებია, რაც სულ მესმოდა. მეც მადლობას ვუხდიდი მათ.

მადლობა ყველა მოქალაქეს, ვინც ამ „კორონიან“ სამყაროში, თავისი ქცევით, ჩვენი ქვეყანა მართლა ოაზისად აქცია.

ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენი ხალხის ბრძნული მოქმედების გარეშე არაფერი გამოვიდოდა.

სამწუხაროდ, იმ თბილ და მადლიერ ადამიანებს ვერც მოვნიშნავ (სახელებიც კი არ ვიცი), ვინც მადლობას მიხდიდა, კიდევ ერთხელ მადლობა მათ“, – წერს პაატა იმნაძე სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....