“ერთადერთი საშველი აქ რაც არის, არის ასეთი რამ, რომ თუ არ არის პროფესიონალი მკვლელი, რომელიც გეგმავს დიდი ხნის განმავლობაში, ქილერები, რომ არიან… დანარჩენი ასეთი დეგენერატების მიერ ჩადენილი მკვლელობები ყოველთვის გახსნადია. იმდენ შეცდომებს უშვებენ გზადაგზა, მათი შეცდომების რეალიზება უკვე ხდება და ექსპერტიზები უფრო მეტ მასალას მოიტანს.”
მირიან ნიკოლაძე – ადვოკატი, გიორგი შაქარაშვილის ბიძა
ამის შესახებ ნიკოლაძემ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომელიც გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზს ადგენს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.
შეგახსენებთ, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.