ახალი ამბები მთავარი ციტატა

“იცოდნენ რომ არაგვს გაატანეს ბავშვი. ღამე არაგვში ადამიანს რომ მოისვრი, ის უკვე მკვდარია” – ნიკოლაძე

“იცოდნენ რომ არაგვს გაატანეს ბავშვი, დაახრჩვეს წინასწარ თუ უგონოდ მყოფი ბავშვი ჩააგდეს მაგას რა მნიშვნელობა აქვს. ღამე არაგვში ადამიანს რომ მოისვრი, ის უკვე მკვდარია. ის უკვე უეჭველი იცი რომ არის მოკლული. იმას ლაპარაკი არ უნდა. იქ ვერ გადარჩება ვერავინ. ღამე იქ საშინელება ხდება.”

მირიან ნიკოლაძე – ადვოკატი, გიორგი შაქარაშვილის ბიძა

ამის შესახებ ნიკოლაძემ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომელიც გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზს ადგენს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

შეგახსენებთ, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

იტვირთბა....