ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ვის დაურეკეს მხეცებმა საქმის დასალაგებლად და ვინ მისცა მითითება უწყებას, რომ გაეყალბებინათ საქმე” – დეკანოიძე შაქარაშვილის საქმეზე

“1. ვის დაურეკეს მხეცებმა საქმის დასალაგებლად;2. იმ მფარველმა ვისთან დარეკა, რომ ყველაფერი მიჩქმალულიყო;3. ვინ არის ამ მხეცების მფარველი და ვისთან აქვს მას კავშირები;4. “თეთრპერანგიანი” მაინც ამოითხრება და ვისთან ალაგებდა ესეც ვიცით;5. ვინ მისცა მითითება უწყებას, რომ გაეყალბებინათ საქმე;6. ვინ დააშინა ამირხანაშვილი;7. ყველა პასუხს აგებს ამ უკარგესი ბიჭის სიკვდილისთვის და მკვლელების მფარველობისთვის.”

ხატია დეკანოიძე – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი

აღნიშნული განცხადება დეკანოიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომელიც გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზს ადგენს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

შეგახსენებთ, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

იტვირთბა....