გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 11 ივლისს, საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ძლიერი წვიმა, ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს.
მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებსა და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.