ახალი ამბები მთავარი ციტატა

“პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გადაიღო ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგაძემ” – კილაძე

“პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გადაიღო ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგაძემ შაქარას მკვლელობის მერე გაგრძელებულ თემქის ტუსოვკაზე და ინახებოდა მის მობილურ ტელეფონში ! ამის მერე ,ეს ნაბიჭვარი ისევ დაზარალებულია და მისი “კრიშა”ნინო გიორგობიანი თანამდებობაზე?!”

ელისო კილაძე – ჟურნალისტი

აღნიშნული განცხადება კილაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ჟურნალისტმა ვახო სანაიამ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტოები, საიდანაც დგინდება, რომ ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე ინციდენტის შემდეგ არა სახლში არამედ, თემქაზე, წვეულების გასაგრძელებლად წავიდა.

პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომელიც გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზს ადგენს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

შეგახსენებთ, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

იტვირთბა....