ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“შაქარაშვილს დაზიანებები მიადგა წყალში ჩავარდნამდე და არა წყალში მოხვედრის შემდეგ” – მირიან ნიკოლაძე

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილი ჯერ სცემეს და შემდეგ წყალში გადააგდეს. მირიან ნიკოლაძე “ქამრის” ავტომობილის 6-ვე მგზავრის მიმართ ბრალის წაყენებას ელოდება, მაგრამ სხვა დეტალებზე არ საუბრობს. ამის შესახებ მან “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.

“ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ გიორგი შაქარაავილი ჯერ სცემეს და მერე წყალში გადააგდეს. გარდაიცვალა წყალში, მაგრამ მას დაზიანებები მიადგა წყააში ჩავარდნამდე და არა წყალში მოხვედრის შემდეგ. ვინაიდან ის გემატომა რაც აქვს, ვერ მიადგებოდა წყალში.

შაქარაშვილის ოჯახმა პირველი კომენტარი გააკეთა.

ცნობისათვის, პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნას ავრცელებს, რომელიც გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზს ადგენს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

შეგახსენებთ, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

იტვირთბა....