ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“საზოგადოება ამ ბიჭს აღარ დატოვებს მარტო. როცა ცხოვრებაში ყველაზე მეტად უჭირდა დამხმარე არ აღმოაჩნდა” – სანაია შაქარაშვილზე

ჟურნალისტი ვახო სანაია 19 წლის ფეხბურთელის ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ახლა მთავარი რჩება გამოძიება ბოლომდე მივიდეს და გაარკვიოს, რა მოხდა იმ დღეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა.
“საზოგადოება ამ ბიჭს აღარ დატოვებს მარტო. როცა ცხოვრებაში ყველაზე მეტად უჭირდა, იმ წუთებში, სამწუხაროდ, დამხმარე არ აღმოაჩნდა, მაგრამ ახლა მაინც ჩვენი, ყველას ვალია, ეს ამბავი ბოლომდე მივიდეს. სულ ესაა, რისი გაკეთებაც მისთვის შეგვიძლია” – წერს სანაია.
ცნობისათვის, პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნას ავრცელებს, რომელიც გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზს ადგენს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

 

შეგახსენებთ, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

იტვირთბა....