ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ყველანი მეზიზღებით, ვინც ვინმეს გაპრავებას ცდილობს და ვინც სიმართლეს არ ყვება” – ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია გიორგი შაქარაშვილის ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას გამოეხმაურა. მისი თქმით, 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმის მთავარი ფიგურანტები სიმართლეს არ ყვებიან და გამოძიებას ცრუ ჩვენებებს აძლევენ. ამის შესახებ მან  სოციალურ ქსელ “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა.
“საყვარელი, საბრალო, პატარა ბიჭი. სიკვდილის მიზეზი – ასფიქსია, წყალში დახრჩობით. გიორგი შაქარაშვილს ცხედარზე აღენიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის,  ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში,  აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.
ყველანი მეზიზღებით, ვინც ვინმეს გაპრავებას ცდილობს, ვინც სიმართლეს არ ყვებოდა და არც ახლა ყვება. საბრალო ბავშვი, ვითომ არავინ არაფერი იცოდა ხო, იქ მყოფთაგან, რაც მოხდა სინამდვილეში და ოთხი დღე გაყურსულები იყვნენ და დღემდე არ ყვებიან სიმართლეს?!!!” – წერს ინგა გრიგოლია.
ცნობისათვის, პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნას ავრცელებს, რომელიც გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზს ადგენს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

შეგახსენებთ, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

იტვირთბა....