მთავარი ციტატა

“რამდენადაც ცნობილია, არის ასფიქსიით გარდაცვალება” – გელხაური

“გავრცელდა ამ დასკვნის შინაარსი წინასწარ და რამდენადაც ცნობილია, არის ასფიქსიით გარდაცვალება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გარდაიცვალა გაგუდვით, დახრჩობით. მნიშვნელოვანი დასკვნა იქნება ეს, რადგან ასევე მითითებული უნდა იყოს ეს დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია თუ მას შემდეგ არის მიღებული, რითი არის მიყენებული.”

გიორგი გელხაური – გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ ერთი არასრულწლოვნის ადვოკატი

ამის შესახებ გელხაურმა “მთავარ არხთან” საუბრისას განაცხადა.

გელხაურის ინფორმაციით, მისთვის წინასწარაა ცნობილი ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი, სადაც წერია, რომ რომ 19 წლის ფეხბურთელი ასფიქსიით გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი უნდა დაადგინოს, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი

იტვირთბა....