aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მოსალოდნელია, რომ ჩემი და გიორგი ვაშაძის გაერთიანება იხილოთ” – თაკო ჩარკვიანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტიკური გაერთიანება “ძალა ერთობაშიას” წევრები მორიგ შეხვედრას დღეს მართავენ. განხილვის თემაა საარჩევნო სტრატეგია, დღის წესრიგი და საარჩევნო სია. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები კვლავ არ ადასტურებენ ინფორმაციას გაერთიანების შესაძლო დაშლასთან დაკავშირებით.

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ გაერთიანებიდან მათი პარტიის გასვლაზე საუბარი არაა.

“ძალა ერთობაშიას” ბრენდი არის “ნაციონალური მოძრაობის” შექმნილი და ბუნებრივია გასვლაზე საუბარი არ შეიძლება რომ იყოს. მეტიც, ჩვენ ველით ამ ფორმატის კიდევ უფრო გაფართოებას და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის შემოერთებას” – თქვა ბეჟანიშვილმა.

იმ შემთხვევაში, თუ “ნაციონალური მოძრაობა” გაერთიანებულ ოპოზიციას დატოვებს, თაკო ჩარკვიანი არ გამორიცხავს, რომ გიორგი ვაშაძესთან ერთად ბლოკი შექმნას.

“მოსალოდნელია, რომ ჩემი და გიორგი ვაშაძის გაერთიანება იხილოთ. ველოდები “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას. თუ ისინი გადაწყვეტენ რომ გადიან “ძალა ერთობიდან”, რაც უკვე შემოგვითვალეს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მე ვერავის შემკავებელი ვერ ვიქნები, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ამაზე კვლავ მიმდინარეობს “ძალა ერთობაშიას” კოლეგებთან კონსულტაციები. მათ გარეშე ეს ყველაფერი არ გადაწყდება” – აღნიშნა პარტია “კანონი და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანმა.

 

იტვირთბა....