ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება და ემოცურ პოსტს აქვეყნებს.
როგორც შეროზია წერს, შაქარაშვილს სიკვდილის შემდეგაც აქციე ზურგი მეგობრებმაც, სახელმწიფომ და თითქოს ნათესავებმაც.
შეროზიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„არ მინდა ნაჩქარევი დასკვნები გავაკეთო, არც ნეგატიური ინფორმაციის გავრცელება მინდა, მაგრამ, აი ხანდახან ტირილი მინდება, ისე მეცოდება ის საბრალო პატარა ბიჭი…
ოღონდ, გარდაცვალებაზე არანაკლებ – მის მარტოობაზე მწყდება გული, სიკვდილის შემდეგაც რომ ზურგს აქცევენ: მეგობრებიც, სახელმწიფოც თითქოს, ნათესავების ჩვენებებიც მაოგნებს, პატრულთან კომუნიკაციის ამბებიც და აი ყველაფერი!
ერთადერთი, რაც მანუგეშებს ოდნავ – არის ის, რომ სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს ყველა და არაადეკვატურად იმპულსური ვხდები, როცა შემდეგ ფრაზებს ვისმენ:
– კაცურად მოგვარება
– პატრულში დარეკვა კაცისთვის რა პონტია
– კაცმა მუშტით უნდა მოაგვაროს და ა.შ.
ირიბად, მთელი სოციუმია დამნაშავე, მთელი თავისი დამახინჯებული მენტალიტეტით, მაგრამ პირდაპირი მონაწილეების დაუსჯელობაც თან მაცოფებს და თან გულს მიკლავს“, – წერს გურამ შეროზია.
შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვნეს. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ცაუტარდა, რომლის დასკვნაც ერთ თვეში გახდება ცნობილი. თუმცა, ექსპერტის ინფორმაციით, ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.