ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 973 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 846-ს შეადგენს.

ამასთან, 28-ით გაიზარდა უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი. ამ დროისთვის აღნიშნული მონაცემი 31-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4851 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 231.

იტვირთბა....