ახალი ამბები მედია მთავარი

“ნინო, ოცნება ყოველთვის არ იქნება და არც შენ იქნები იმ თანამდებობაზე” – გრიგოლია გიორგობიანს

“ნინო, ოცნება ყოველთვის არ იქნება და არც შენ არ იქნები ყოველთვის იმ თანამდებობაზე, რაზეც ახლა ხარ, ამიტომ ჟურნალისტებზე თავდასხმას იქნებ შეეშვა და პასუხები გაგვცეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ” – ასე უპასუხა ჟურმალისტმა ინგა გრიგოლიამ შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ნინო გიორგობიანს, რომელმაც თავის მხრივ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და TV პირველს ჟურნალისტური ეთიკის არსებობის შესახებ შეახსენა.

გიორგობიანმა  TV პირველს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განცდა და მედია სტანდარტი დაუწუნა. მისი აზრით, როცა ცრუ ზარს ახორციელებს ვინმე, მინიმუმ იმას უნდა იაზრებდეს, რომ შესაძლოა ამ დროს გადაუდებელი დახმარება სხვას რეალურად სჭირდებოდეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ზარი მოქალაქის მიერ, რომელმაც გააკეთა შეტყობინება ჩხუბთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას ადგილზე დახვდა ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მან გააკეთა ცრუ შეტყობინება. მისივე თქმით, შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩაატარა ექსპერიმენტი.
რომ არაფერი ვთქვათ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე და ელემენტარულ მედია სტანდარტზე, მაშინ როდესაც ცრუ შეტყობინებას აკეთებს ნებისმიერი მოქალაქე, მინიმუმ იმას უნდა იაზრებდეს, რომ შესაძლოა ამ დროს გადაუდებელი დახმარება სხვას რეალურად სჭირდებოდეს” – წერს ნინო გიორგობიანი.

შეგახსენებთ, TV პირველის სტუდიიდან, პირდაპირ ეთერში 112-ში ზარი განხორციელდა, რომლის ოპერატორსაც სტუდიიდან კითხვები დაუსვეს. TV პირველის ჟურნალისტებმა ამ ფაქტს ჟურნალისტური ექსპერიმენტი უწოდეს.

იტვირთბა....