მთავარი ციტატა

“კინო მაინც არ უნახავთ, ყვითელ ლენტს რომ შემოაკრავენ ხოლმე დანაშაულის ადგილს?” – ხიდაშელი

“უარესია ისიც, რაც დღეს გვითხრეს, რომ თურმე ვიღაც ჯართს აგროვებდა. ანუ, გამოძიების მთავარი არგუმენტი, რატომ არ აქვთ კითხვებზე პასუხი არის სრულიად ობიექტური პასუხი, რომ მიმდინარეობს გამოძიება და სეუძლებელია ყველაფერზე პასუხი იყოს. ვადასტურებ, სწორია ეგ პასუხი, მაგრამ ამასობაში შემთხვევის ადგილი თურმე გახსნილი გაქვს და ჯართის შემგროვებლებიც დადიან, ადგილზე სადაც შეიძლება დნმ იყოს და უამრავი მტკიცებულება არსებობდეს, მაშინ კიდევ უფრო უარესად გვაქვს საქმე. კინო მაინც არ უნახავთ, ყვითელ ლენტს რომ შემოაკრავენ ხოლმე დანაშაულის ადგილს და მცველს რომ დაუყენებენ ხოლმე, რომ ყველა არ შევიდეს და არ გავიდეს. სწორედ ეს არის პრობლემა.”

თინა ხიდაშელი – “სამოქალაქო იდეის” ხელმძღვანელი

ამის შესახებ ხიდაშელმა  შაქარშვილის საქმესთან “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა. 

ცნობისთვის, მცხეთაში ადგილი, სადაც 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, შაქარაშვილის მეგობარი გური ამირხანაშვილი იმალებოდა, გადამწვარია.

იტვირთბა....