მთავარი ციტატა

“აქამდე რისთვისაც ჯვარს გვაცვეს, ექსპერტიზით, იმედი მაქვს, ოჯახის ვერსია დადასტურდება” – მირიან ნიკოლაძე

“დარწმუნებული ვარ ექპერტიზით სისხლის სამართლის საქმეში ახალი ეტაპი დაიწყება. ოჯახს ექნება ძალიან კატეგორიული პოზიცია. აქამდე რისთვისაც ჯვარს გვაცვეს და მორალურად გაანადგურეს ისედაც გაუბედურებული ოჯახი, ექსპერტიზით, იმედი მაქვს, რომ ოჯახის ვერსია დადასტურდება და სამომავლოდ გვექნება საფუძველი იმისა, რომ დავაყენოთ გარკვეული წრის პასუხისმგებლობის საკითხი უფრო მძიმე კვლიფიკაციით.”

მირიან ნიკოლაძე – გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ადვოკატი

ამის შესახებ ნიკოლაძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის  სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

იტვირთბა....