ახალი ამბები მთავარი ციტატა

“მე მწამს შინაგანად, რომ ის მოკლეს” – ალეკო ელისაშვილი გიორგი შაქარაშვილზე

“ბავშვი უცნაურ ვითარებაშია დაღუპული, მოდი, ნუ ვიტყვით მკვლელობას, თუმცა მე მწამს შინაგანად, რომ ის მოკლეს და შემდეგ კვალის არევით არიან დაკავებული.”

ალეკო ელისაშვილი – “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი

ამის შესახებ ელისაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა. რითაც, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს გამოეხმაურა.

ელისაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არის მავნებელი, არაპროფესიონალი და ახლა უკვე მოძალადე და მაგალითისთვის სარალიძის საქმე მოჰყავს.

ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

იტვირთბა....