“რაც შეეხება კვალის წაშლას, თუ ცხედარი 4 დღე წყალში იმყოფება და ვთქვათ რაღაც პერიოდში წყალში ატარებს და სხვა პერიოდს სხვაგან, არც ეს არაა გამორიცხული, რა თქმა უნდა, კვალი წაშლილი იქნება. მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ არ არსებობს გაიდლაინი, როგორ უნდა მოიქცნენ ექპერტები. ყველაფრის აღქმა შეიძლება და თუ სათანადო ექსპერტები არიან ჩართულები და თუ სათანადო აღჭურვილობა აქვთ, შესაძლებელია პასუხი გაეცეს.”
გიორგი ყიფშიძე – შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ადვოკატი
ამის შესახებ ადვოკატმა “დღის ამბებში” განაცხადა.
გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ განაცხადა, რომ ხვალ ცნობილი იქნება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გასცემს რამდენიმე კითხვაზე პასუხს.