ახალი ამბები მთავარი ციტატა

კითხვები, რომელსაც ხვალ ექსპერტიზამ პასუხი უნდა გასცეს – შაქარაშვილის ბიძა განცხადებას ავრცელებს

“ხვალ, ცნობილი იქნება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გასცემს რამდენიმე კითხვაზე პასუხს, კერძოდ, გიორგის გარდაცვალების უშუალო მიზეზზე, სხეულის დაზიანების დროზე, გარდაცვალების დროინდელია თუ შემდგომი, ასევე გასცემს პასუხს მიყენებული დაზიანების ხარისხზე.”

მირიან ნიკოლაძე – ადვოკატი, გიორგი შაქარაშვილის ბიძა

ამის შესახებ ნიკოლაძემ “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში განაცხადა.

ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

იტვირთბა....