მთავარი ციტატა

“4 მეტრით ციცაბოზე ჩადის, ვეჭიდებოდი ბალახებს, ეკლებსო, ასე ჩავდიოდიო”- რას ყვება ახვლედიანის ადვოკატი

“როდესაც ის ჩადის ხიდზე, უხვევს და ჩადის ბუჩქებში, 4 მეტრით ციცაბოზე ჩადის, იქ არის ეკალ-ბარდები, ვეჭიდებოდი ბალახებსო, ვეჭიდებოდი ეკლებსო, ასე ჩავდიოდიო და იქ გაეხა და გაჭუჭყიანდა პერანგი, თვითონაც ეკალ-ბარდებით არის დაჩხაპნილი და იმ დროს გაეხა პერანგი. სახლში რომ არ შეშინებოდათ, გავიხადე ეს გახეული პერანგი და ჩავაგდე ნაგვის ყუთშიო.”

მზია ქასრაშვილი  – გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაზარალებული ვახო ახვლედიანის ადვოკატი

ამის შესახებ ადვოკატმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მანვე განმარტა, რატომ ჰქონდა ვახო ახვლედიანს პერანგი სისხლიანი. 

შეგახსენებთ, 19 ივნისის ღამეს მცხეთის გზაზე, არაგვის ხიდთან მომხდარი ინციდენტის დროს ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა, რომელიც 4 დღის შემდეგ მდინარეში იპოვეს. 

შაქარაშვილის საქმეზე ყოველდღიურად ახალი დეტალი ხდება ცნობილი. პროკურატურა გამოძიებას მოწმეების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების გამო მათ თავიდან დაკითხვას სთხოვს. ამ დროისთვის საქმეზე 17 პირია დაკავებული. 

იტვირთბა....