ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი განმარტავს, რატომ ჰქონდა შაქარაშვილის საქმის მოწმეს ვახო ახვლდიანს პერანგი სისხლიანი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაზარალებული ვახო ახვლედიანის ადვოკატი მზია ქასრაშვილი განმარტავს, რატომ გქონდა მისი დაცვის ქვეშ მყოფს პერანგი სისხლიანი, რაც ხიდზე გადაღებულ ვიეოკადრებში ჩანს.

როგორც ადვოკატმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაძლოა, აგარაკზე მომხდარ დაპირისპირებაში გაშველების დროს მოხვდა ვინმეს სისხლიანი ხელი.

მისივე თქმით, საქმეში ახვლედიანის სისხლიანი პერანგი არ დევს, ვინაიდან სახლში მისვლისას მან ის ნაგვის ურნაში გადააგდო.

“საქმეში არ დევს სისხლიანი პერანგი. კი ბატონო, როდესაც მოვიდა სახლში, სანაგვეში ჩააგდო პერანგი იმიტომ, რომ ეს პერანგი იყო დახეული, დასისხლიანებული… რატომ იყო სისხლიანი და როდესაც ვაშოშმინებდიო, იქ ბევრი ხალხი იყო და ხელი არის გასმული, თვითონაც არ იცოდა და კარგად ჩანს ფირში, რომ ხედავს, თვითონაც ამბობს, ეს რა არისო. ეტყობა ჩხუბში მოხვდა ხელი, გაშველების დროს შეიძლება მოხვდა ხელი. ჩხუბში მონაწილეობა მას არ მიუღია. როდესაც ის ჩადის ხიდზე, უხვევს და ჩადის ბუჩქებში, 4 მეტრით ციცაბოზე ჩადის, იქ არის ეკალ-ბარდები, ვეჭიდებოდი ბალახებსო, ვეჭიდებოდი ეკლებსო, ასე ჩავდიოდიო და იქ გაეხა და გაჭუჭყიანდა პერანგი, თვითონაც ეკალ-ბარდებით არის დაჩხაპნილი და იმ დროს გაეხა პერანგი. სახლში რომ არ შეშინებოდათ, გავიხადე ეს გახეული პერანგი და ჩავაგდე ნაგვის ყუთშიო”, – აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, აგარაკიდან 6 ახალგაზრდის წამოსვლის შემდეგ, გზაზე ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე დასამახსოვრეელ ვიდეოს იღებდა, სადაც ჩანს, რომ ვახო ახვლედიანის თეთრი პერანგი სისხლიანია.

იტვირთბა....