საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინაში გატარებულ რეფორმებს ქართული გენი აქვს. მისი თქმით, გუნდმა, რომელმაც ყველა სფეროში ერთნაირი ძალისხმევით იმუშავა და საქართველოში წარმატებული სისტემა შექმნა, დღეს უკრაინაში ცდილობს რეფორმების გატარებს. ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდნეტმა ყაზახურ გადაცემაში ისაუბრა.
“საქართველოში წარმატებას მას შემდეგ მივაღწიეთ, რაც თითოეულ სფეროს ერთნაირად მივუდექით. ვგრძნობდით, რომ შესაძლებლობის ფანჯარა მალე დაიხურებოდა, ამიტომ ვცდილობდით, დრო არ დაგვეკარგა” – განაცხადა სააკაშვილმა.