ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ ეს სიყალბე სჭირდება პოლიტიკას, მათ შეუძლიათ ნებისმიერი თქვენგანი გამოგაცხადონ კაწროდ” – “კაწროს” ადვოკატი

ვიღაცას საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის ძალიან სურს რომ კადრში იყოს „კაწრო“, მაგრამ სიმართლე ხომ ერთია და ამ სიმართლეს ვერაფერი შეცვლის – ამის შესახებ, ავთო ბილანიშვილის (კაწრო) ადვოკატმა თამარ აბესაძემ განაცხადა.

ამასთან, აბესაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ლაშა ლურსმანაშვილის ფოტოებს აქვეყნებს.

“მოკლედ, მეგობრებო ამ ორივე კადრში დაფიქსირებულია მოქალაქე ლაშა ლურსმანაშვილი, რომელმაც განმარტა რა უნდოდა იმ ღამეს დიდუბეში.

მესმის, რომ ვიღაცას საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის ძალიან სურს რომ კადრში იყოს „კაწრო“, მაგრამ სიმართლე ხომ ერთია და ამ სიმართლეს ვერაფერი შეცვლის, ვერც ზედთხედით, ვერც ქვეთხედით და ვერც ცხვირპირში მიბჯენილი კამერით გადაღებული კადრები…

ვისაც, მართლა სიმართლე აინტერესებს ეს მცირე განმარტება მათთვის, თორემ ვისაც პოლიტიკური მიზნებით სურს რომ ლაშა ლურსმანაშვილი იყოს ავთო ბილანიშვილი, მათთვის არც ამ განმარტებით შეიცვლება რამე…

მათ შეუძლიათ ნებისმიერი თქვენგანი გამოგაცხადონ „კაწროდ“, თუ გაცვიათ თეთრი პერანგი, ან ხართ დაახლოებით მსგავსი აღნაგობის და რა თქმა უნდა, თუ ეს სიყალბე სჭირდება პოლიტიკას…

კიდევ ერთხელ ვიზიარებ გიორგის ოჯახის მწუხარებას და მხარდაჭერას ვუცხადებ ყველას ვისაც სიყალბის ნაცვლად, მართლაც ამოძრავებს 19 წლის ბიჭის გარდაცვალების რეალური მიზეზების დადგენის გულწრფელი სურვილი“, – წერს სოციალურ ქსელში ადვოკატი თამარ აბესაძე.

კადრში – ლაშა ლურსმანაშვილი

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე “კაწრო” საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე დაიბარეს.

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ თუ როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილი უცნობ პირს და ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება. “მთვარი არხის” ვარაუდით, აღნიშნული პირი ავთანდილ ბილანიშვილია.

იტვირთბა....