ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესმა აცხადებს, რომ რუსეთი შესაძლოა საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ პროვოკაციას გეგმავდეს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “მთავარ არხთან” ინტერვიუში განაცხადა.
“რამდენიმე ფაქტორი მაშფოთებს, თუ რას უნდა გეგმავდეს რუსეთი ამ ზაფხულს. ერთი ეს არის ახალი კონსტიტუცია, რომელიც რუსეთმა მიიღო არალეგიტიმური პლებისციტით, სადაც სახიფათო ის არის, რომ პუტინი პრეტენზიას აცხადებს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე. ამავდროულად, ვხედავ, მოსკოვი რას აკეთებს ყირიმში და მესამე, რუსეთი სექტემბერში ემზადება კავკასია 2020-სთვის. ჩვენ ჯერ არ ვიცით დეტალები, კონკრეტულად რა ტიპის მანევრები იქნება, რუსეთი არასდროს გამოირჩევა გამჭვირვალობით, მაგრამ უკვე არსებობს გარკვეული პირობები იმისთვის, რომ რამე იგეგმებოდეს ან უკრაინაში, ან საქართველოში.
დარწმუნებით ვერ გეტყვით, რისთვის ემზადება რუსეთი, მაგრამ ამ ვითარებაში, საქართველოს, უკრაინასა და ამერიკის დაზვერვამ უნდა ითანამშრომლოს, გაცვალოს ინფორმაცია, რომ დადგინდეს რა ტიპის მზადება მიმდინარეობს. თუ იქნება დიდი ლოჯისტიკური მშენებლობა, საავადმყოფოები ან კიდევ სხვა ინდიკატორები, შეიძლება რაიმე განზრახვაზე ვიფიქროთ. მე არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ძველი გამოცდილებით უკვე საკმარისი ნიშნებია იმისთვის, რომ საქართველომ და უკრაინამ მზადყოფნა გააძლიერონ” – ამბობს ბენ ჰოჯესი.