მთავარი ციტატა

“შეიძლება მე და გიორგი ვაშაძემ ვიფიქროთ ბლოკის შექმნაზე” – ჩარკვიანი

„გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებების შესახებ ყველაფრის საქმის კურსში ვარ და ჩვენს გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მოგახსენებთ. კაცმა არ იცის, ვინ როგორ გავალთ. ბოლომდე ველოდებით ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, ამხელა პარტიაა და მე პირადად პატივს ვცემ, რადგან დასავლური ღირებულებები გვაქვს საერთო. ამიტომ ყველანი მათ გადაწყვეტილებას ველოდებით. თუ ისინი მოინდომებენ ცალკე გასვლას, ბუნებრივია, ჩვენ, გარკვეული ადამიანები ვიფიქრებთ ბლოკზე. ვნახოთ, შეიძლება, მე და გიორგი ვაშაძემ ვიფიქროთ ჩვენს ბლოკზე, უკვე ვფიქრობთ“.

თაკო ჩარკვიანი – პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი

ამის შესახებ ჩარკვიანმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

ცნობისთვის, გუშინ ენმ-ის ერთ-ერთმა წევრმა, გია ბარამიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ფიქრობს ბევრად უფრო ფართო კოალიციაზე, ვიდრე “ძალა ერთობაშიაა”.

„ძალა ერთობაშიას“ შიგნით მოხდა ერთი ორი ისეთი ფაქტი, რომელიც ნიშნავდა ჩვენი თანამშრომლობის ფაქტობრივად იგნორირებას. ერთი ვგულისხმობ პრემიერობის კანდიდატობის დასახელებას ჩვენს ზურგს უკან და მეორეს, ასევე თაკო ჩარკვიანის კანდიდატურის დასახელებას, ჩვენთან შეთანხმების გარეშე. ეს ჩვენთან პირად საუბრებშიც კი არ იყო, რაც ძალიან სამწუხაროა. ბუნებრივია, ყველას აქვს უფლება ისე იმოქმედოს, როგორც უნდა უბრალოდ ამ მიმართულებით ჩვენ გარკვეული ხარვეზები ძალიან მკაფიოდ დავინახეთ“, – განაცხადა ბარამიძემ.

შეგახსენებთ, რომმოძრაობის „ძალა ერთობაშია“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი პარტია „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი იქნება. მანამდე ოპოზიციამ საერთო მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა. ელენე ხოშტარია ვაკეში იყრის კენჭს, ნიკა მელია – გლდანში, გიორგი ვაშაძე – ისანში, ლევან ხაბეიშვილი – სამგორში, შალვა შავგულიძე კი მთაწმინდაზე.

იტვირთბა....