ახალი ამბები მთავარი სამართალი

“შეიძლება დამიჭირონ, ვიჩხუბეთ და დაიკარგა ერთ-ერთი იმათგანი”- შაქარაშვილის საქმის მოწმის სატელეფონო მიმოწერა გასაჯაროვდა

19 ივნისის ღემეს აგარგვის ხიდთან მომხდარ ინციდენტში ერთ-ერთი მონაწილის თენგო ბარბაქაძის სატელეფონო ამონაწერი გახდა ცნობილი.

ტვ “პირველი” თენგო ბარაქაძისა და მისი მეგობარი გოგონას მიმოწერას ასაჯაროვებს, სადაც საუბარია ხიდთან მომხდარ ინციდენტზე. როგორც ბარბაქაძე მის მეგობარ გოგოს, სახელად ანას სწერს, მოხდა დაპირისპირება, რა დროსაც ერთი ადამიანი გაუჩინარდა და ამის გამო მას შესაძლოა პატიმრობა დაემუქროს.

ამასთან, ბარბაქაძე წერს, რომ მომხდარი ჩხუბის შემდეგ ის მთელი ღამის განმავლობაში დაკითხვაზე იმყოფებოდა, ამოიღეს მისი ტელეფონი და არსებობს საფრთხე, რომ ის დააპატიმრონ.

“ანი, შეიძლება დამიჭირონ, ვიჩხუბეთ და დაიკარგა ერთ-ერთი იმათგანი.

-მე შენზე ძალიან ვნერვიულობ და მეშინია, რეებს მელაპარაკება, ეს ვერ არის. უნდა გეთქვა, რომ გეკიდე. თუ ვერ იპოვეს, დაგიჭერენ. ანუ, ჰო, 20 წლით.

-რატომ დამიჭერენ?

-არ ვიცი, შენ მითხრარი, ეგ უბრალოდ გითხარი. რა საფრთხე გემუქრება.

-დამკითხეს, მთელი ღამე იქ ვიყავი, ტელეფონი წამართვეს. ყველაფერი ნახეს,”- ნათქვამია მიმოწერაში.

არსებული ინფორმაციით, გამოძიებას უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს გოგო, ვისაც თენგო ბარბაქაძე სწერდა.

შეგახსენებთ, რომ თენგო ბარბაქაძე 18 ივნისს, ხიდის ინციდენტში მონაწილეობდა. მას წვეულებაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც რამდენიმე მეგობართან ერთად ტერიტორია დატოვა და თბილისისკენ გაემართა. მას შემდეგ რაც წვეულებაზე მყოფმა ორმა მეგობარმა დაურეკა და უთხრა, რომ ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ისინი კვლავ უკან, წვეულებაზე გაბრუნდნენ,  რა დროსაც გზაში შეხვდათ ის პირები, რომელთაც აგარაკზე განერიდნენ. ბარბაქაძე “მერსედესის“ მარკის ავტომობილში იჯდა. ბარბაქაძე საქმეზე დაკავებულ 17 პირს შორის ერთ-ერთია.

 

 

 

 

იტვირთბა....