ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ში COVID-19-ით გასული დღე-ღამის განმავლობაში 60 000-მდე ადამიანი დაინფიცირდა

აშშ-ში COVID-19-ით გასული დღე-ღამის განმავლობაში 60 000-მდე ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ქვეყნის მასშტაბით, საერთო ჯამში 2 996 098 დაავადების შემთხვევაა აღნიშნული, რომელმაც 131 000-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.

ენტონი ფაუჩის უწყების წარმომადგენელთა თქმით, გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ოფიციალურზე გაცილებით მეტი შესაძლოა იყო.

კორონავირუსით გამოწვეულ მძიმე ვითარებას გამოეხმაურა დონალდ ტრამპიც და განაცხადა, რომ კოვიდ 19-მა შესაძლოა, მომავალშიც მძიმე რეალობის წინაშე დააყენოს საზოგადოება, თუმცა მიუხედავად ამისა, მთავრობა არ აპირებს ქვეყნის იმ ფორმით იზოლაციას როგორც ეს რამდენიმე დღის წინ მოხდა.

იტვირთბა....