“უამრავი კითხვა მაქვს გამოძიებასთან. რატომ აკეთებენ ჟურნალისტები უფრო დიდ საქმეს გამოძიების კუთხით ვიდრე გამოძიება, ტელევიზიები რომ არ გვქონოდა, ამ საქმის 90% არ გვეცოდინებოდა საზოგადოებას. ორი გზა არის, ან კვალიფიკაცია არ ჰყოფნით, ან შეგნებულად არ აკეთებენ საქმეს. დადასტურებულად ვერ ვიტყვი ძალით აფუჭებს ვინმე საქმეს თუ არაკვალიფიციურად მოსდით, ამას ვერ ვიტყვი.”
გიორგი მახარაძე – ადვოკატი
ამის შესახებ ადვოკატმა “დღის ამბებშ” სტუმრობისას განაცხადა.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე თითქმის ყოველდღიურად ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მედიით გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ “ოქროს მოქმე” გური ამირხანაშვილი თბილისში ჩამოსვლის შემდეგ უცხო პირს ხვდება. ეს კადრები პროკურატურას არ გაუსაჯაროებია, რამაც საზოგადოების ნაწილში კითხვები გააჩინა.
შეგახსენებთ, ამ დრომდე კი ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს წაეყენა ბრალი და 17-ვე პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა წრე უფრო გაფართოვდეს.