პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება. ამის შესახებ ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით. საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კოვიდ19-ზე PCR ტესტი, ან გაიარონ სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით
აღნიშნული არ ეხება ევროკავშირის წევრი 5 სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებთანაც საქართველო საზღვარს უპირობოდ ხსნის. ფორმები, რომლის შევსებაც ბიზნეს ვიზიტორებს მოუწევთ, მთავრობის ვებგვერდზე STOPCOV.GE-ზე იქნება ხელმისაწვდომი ,“-აღნიშნა ჩიქოვანმა.
ცნობისთვის, საქართველო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრებს ხსნის. ქვეყანა საზღვრებს ხსნის ხუთ ქვეყანასთან, ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.