“გადაჭრით ვერ გეუბნებით, რომ გამორიცხულია და არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ლოგიკურად ვერ ვიგებ დაზიანებულიყო. ამ ხალხისგან შეიძლება ყველაფერს მოველოდე შეიძლება ვიღაცასა მივიდეს და ატეხოს ამბავი, რომ აი თურმე რა ხდება შემთხვევის ადგილი დაიწვა. მეორე შესაძლებელია ვიღაცამ მართლა შემთხვევით ქნა. არ გამოვრიცხავ როგორც ბრალდებულთა წრის გაზრდას ასევე საქმეზე არსებული კვალიფიკაციის დამძიმებას.”
მირიან ნიკოლაძე – ადვოკატი, გიორგი შაქარაშვილის ბიძა
აღნიშნული განცხადებით ნიკოლაძე გამოეხმაურა, იმ ადგილის დაწვას სადაც ამირხანაშვილი იმალებოდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგი გამართა.
ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.
19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.