ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის შესწავლა გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის შესწავლა შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო.

როგორც შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუკი გამოიკვეთება გარკვეული მტკიცებულებები და გარემოებები ან თუ გამოვლინდება, რომ ინსპექტორი გამოძახების მიმართ გულგრილი იყო, საქმე გენერალურ პროკურატურას გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგი გამართა.

ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

იტვირთბა....