“მომეჩვენა ახლა ეს თუ ნამდვილად თქვა ამ შს მინისტრის მოადგილემ? ჩვენებებს დეტალურად არ ვიცნობო. ჩვენებებს თუ არ იცნობს დეტალურად, რანაირად სცემს პასუხებს ჟურნალისტებს,როცა სწორედ ეს ჩვენებებია ყველაზე საეჭვო…”
ინგა გრიგოლია – ჟურნალისტი
აღშნიშნული განცხადება გრიგოლიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგი გამართა.
ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.
19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.