“ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, იმიტომ, რომ ფაქტიურად ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები უკვე იყენებენ გარკვეულ ბერკეტებს, რომ აიძულონ ჩვენი ქვეყნის მთავრობა, რომ ჩაატარონ დემოკრატიული რეფორმები, იმისთვის რომ გაამყარონ დემოკრატიული ინსტიტუტები ჩვენს ქვეყანაში.”
ეკა გიგაური – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” თავმჯდომარე
ამის შესახებ გიგაურმა “მთავარ არხთან” საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის კონგრესში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რის მიხედვითაც საქართველოსთვის გამოყოფილი და უკვე დამტკიცებული ფინანსური დახმარებიდან 15%-ს ქვეყანა ვეღარ მიიღებს. მანამ, სანამ მთავრობა არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს დემოკრატიის გასაძალიერებლად.