“აშშ-ს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში სტიმულირების ფაზიდან გადადის იძულების ფაზაში, ეს არის გზავნილი, რომ ისინი არ ენდობიან საქართველოს ხელისუფლებას იმ დემოკრატიული სტანდარტებისა და ინსტიტუტების დამოუკიდებელობის განმტკიცების თვალსაზრისით რაიმე ნაბიჯების გადადგმას აპირებენ და მათ შემოაქვთ გარკვეული სანქციები.”
გია ხუხაშვილი – პოლიტოლოგი
ამი შესახებ ხუხაშვილმა “მთავარ არხთან” საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის კონგრესში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რის მიხედვითაც საქართველოსთვის გამოყოფილი და უკვე დამტკიცებული ფინანსური დახმარებიდან 15%-ს ქვეყანა ვეღარ მიიღებს. მანამ, სანამ მთავრობა არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს დემოკრატიის გასაძალიერებლად.