ახალი ამბები მთავარი ციტატა

“შემიძლია გითხრათ ერთადერთი – ფოტო მასალით დაზიანებების სიმძიმეზე საუბარი ძნელია” – გეჯაძე

“არ არის მოტეხილი ზედა კიდური. არსად არ მითქვამს მე, რომ ნეკნები, მკერდის ძვალი ან კიდური აქვს მოტეხილი. სხივ-მაჯის სახსარში არაფიზიოლოგიური განლაგება არ მიუთითებს, რომ რადგან მოხრილია, ადგილი ჰქონდა მოტეხილობას. გვამის კვლევის დროს მოტეხილობებს ადგილი არ ჰქონია. შემიძლია გითხრათ ერთადერთი – ფოტო მასალით დაზიანებების სიმძიმეზე საუბარი ძნელია. სხეული და სახის მიდამო მოსვრილი აქვს ქვიშით, სხვა საგნებით და მცენარეებით.”

ალექსანდრე გეჯაძე – ექსპერტი

ტელეკომპანია “მთავარი არხის” გადაცემა “მთავარ აქცენტებში” გაჟღერდა ვერსია, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელი ცაციაა და დაკავებულთა შორის ცაცია მორაგბე არჩილ გაგნიძეა.

ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

იტვირთბა....