ახალი ამბები მთავარი ციტატა

“გაგვიჩნდა ეჭვი და არ გამოვრიცხეთ, რომ შაქარაშვილის ცხედარი 4 დღე წყალში არ იყო…” – ტატიაშვილის ადვოკატი

“24 საათის განმავლობაში, როგორც წესი, მსგავსი წყლიდან, უნდა ამოტივტივებულიყო, თუმცა 4 დღე ეძებეს და ამოტივტივებული არ იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ გაგვიჩნდა ეჭვი და არ გამოვრიცხეთ, რომ 4 დღე წყალში არ იყო. სიტყვაზე ვთქვათ, ვინმეს ცოდნოდა სად იყო მიცვალებული, აეღო და ჩაეგდო წყალში. ეჭვი გაგვიჩნდა, მაგალითად, მკერდზე რაღაც ზეწოლის კვალი ჩანდა, ამაზე ექსპერტიც საუბრობს, ვიღაც შეეცადა გაეკეთებინა ხელოვნური სუნთქვა პირდაპირი გულის, ამ დროსაც დაზიანება ხდება გულმკერდის, შეიძლება გემატომური რაღაც გამოიწვიოს, როცა ფიზიკურად ძლიერია დამიანი ამას ახორციელებ.”

გიორგი ყიფშიძე – დაკავებული ძიუდოისტის გიორგი ტატიაშვილის ადვოკატი

ტელეკომპანია “მთავარი არხის” გადაცემა “მთავარ აქცენტებში” გაჟღერდა ვერსია, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელი ცაციაა და დაკავებულთა შორის ცაცია მორაგბე არჩილ გაგნიძეა.

ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

 

იტვირთბა....