მთავარი ციტატა

“თუ გგონიათ, საზღვრის გახსნის შემთხვევაში შემოსავლები მოგემატებათ, ცდებით” – ფინანსთა მინისტრი

„მინდა ყველა მეწარმეს ვუთხრა – თუ ვინმეს ჰგონია, მათ შორის, რესტორნის, სასტუმროს ანდა სხვა ობიექტის მფლობელს, რომ საერთაშორისო ვიზიტორებისთვის საზღვრების გახსნის შემთხვევაში შემოსავალი მოემატება, ცდება. ასეთ შემთხვევაში, ტურისტების ძალიან მცირედი ნაკადი გვეყოლება, რაც საკმარისი იქნება კორონავირუსის გავრცელებისთვის, მაგრამ არასაკმარისი ეკონომიკისთვის, რომ რამე მატერიალური სიკეთე მოიტანოს.“

ივანე მაჭავარიანი – ფინანსთა მინისტრი

ამის შესახებ მაჭავარიანმა “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, Covid19-ის გავრცელების პირობებში, შეიზღუდება ეკონომიკური აქტივობა, რაც გამოიწვევს ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას.

იტვირთბა....