ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

საქართველოში კორონავირუსის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა, რვა პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო რვა პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 958 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ რვა პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 838-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში სულ 15 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3 903 მოქალაქე იმყოფება.

იტვირთბა....