ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველოს ხელისუფლება არც სექტემბერ-ოქტომბერში აპირებს რეგულარული ფრენების დაშვებას…” – დეკანოიძე

საქართველოს ხელისუფლება სექტემბერ-ოქტომბერშიც არ აპირებს რეგულაური რეისების აღდგენას – ინფორმაციას ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე ავრცელებს.

მისივე თქმით, ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას არჩევნების დემოკრატიულ ჩატარებას, ვინაიდან რეგულარუი ფრენების აღდგენის გარეშე, რთული იქნება საერთაშორისო დამკვირვებლების ქვეყანაში შემოყვანა.

„როგორც ჩანს, ქვეყნის მავლებლური პოლიტიკა ქვეყნიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ავიაკომპანიის, ვიზეარის გაძევებით არ დასრულებულა, ჩვენი ინფორმაციით, რომელსაც სხვადასხვა წყაროები ჰყავს, საქართველოს ხელისუფლება არც სექტემბერ-ოქტომბერში აპირებს რეგულარული ფრენების დაშვებას.ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ აქვს რეალური გეგმა, როგორ უნდა შეხვდეს კრიზისს, რომელიც უკვე არსებობს ქვეყანაში – ტურიზმის ნაკლებობის გამო, ძალიან ბევრ ადმიანს გაუჭირდა და ისინი შიმშილის ზღვარზე იმყოფებიან. ხელისუფლება მიზანმიმართულად კლავს საქართველოს ეკონომიკას, რაც გულისხმობს იმას, რომ ხალხი კიდევ უფრო გაღარიბდეს. გარდა ამისა, ნიშანდობლივია შემდეგი – აპირებს თუ არა ხელისუფლება, საერთაშორისო დამკვირებლების ჩამოყვანას. ჩვენი რჩევაა, დაამკვიდრონ ე.წ. კოვიდ პასპორტების პრაქტიკა, აღადგინონ რეგულარული ფრენები და ქვეყანა და ჩვენი მოქალაქეები უმძიმესი კრიზისისთვის არ გაწირონ”, – აცხადებს დეკანოიძე.

იტვირთბა....