“ნაპოვნის ადგილზე გარეგანი დათვალიერებისას შედგა პროტოკოლი. პროტოკოლის მიხედვით, აღენიშნება დაზიანებები. შესაბამისად, იმის გათვალისიწინებით, რომ ტანსაცმელი მოსვრილია ქვიშით, ცალსახად მსჯელობა თუ რა დაზიანებებია და სიცოცხლის დროინდელია თუ არა, მარტო ამ ფოტომასალით ძნელი სათქმელი იქნება. უფრო ღირებული ინფორმაცია გვქონდა მაშინ, როდესაც სხეული გადაიტანეს პროზექტურაში, მაშინ მოხდა სხეულის გასუფთავება და დაზიანებები უფრო ნათლად გამოჩნდებოდა.”
ალექსანდრე გეჯაძე – დამოუკიდებელი ექსერტი
ამის შესახებ ალექსანდრე გეჯაძემ ტვ “პირველის” ჟურნალისტთანგანაცხადა.
ცნობისთვის, ტვ “პირველმა” გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ფოტოები გაავრცელა, სადაც ნაჩვენებია რომ ფეხბურთელს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება და მარჯვენა ხელის მოტეხილობა აღენიშება.