aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მაქვს კონკრეტული დოკუმენტაცია წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების და გადახდის აქტები, სადაც საუბარია იმაზე, რომ ნახევარი მილიონი ლარი გადავიხადეთ…” – ხაბეიშვილი კალაძეს ტყუილში ადანაშაულებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს ტყუილში ადანაშაულებს. კერძოდ, საუბრაია კალაძის დაპირებაზე, რის მიხედვითაც, ქალაქში საპარკინგე ზონები უნდა მოწესრიგებულიყო.

როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, მისთვის ტენდერი ჯერ კიდევ 2018 წელს გამოცხადდა.

“სადაც ჩვენ ვდგავართ, ამის ქვემოთ 3 სართული უნდა იყოს მიწისქვეშა პარკინგი 70 ადგილიანი. მეტსაც გეტყვით, დედაქალაქის მერი გვპირდებოდა, რომ “სითი პარკს” ისე გავიყვანო ლარს არ გადავიხდიო იმიტომ, რომ ცუდი კომპანია არისო,  რაშიც ვეთანხმებოდით, რომ ცუდი კომპანია იყო, თუმცა, ამასობაში 12 მილიონი ლარი თბილისელების გაჭირვებული მოსახლეობის თანხა გადაიხადა.

დამატებით აქ მაქვს კონკრეტული დოკუმენტაცია წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების და გადახდის აქტები, სადაც საუბარია იმაზე, რომ ნახევარი მილიონი ლარი გადავიხადეთ იმის კვლევაში, რომ აქ მისტიური მიწისქვეშა პარკინგი რომ არის ახლა და თურმე დასრულებულია და ადამიანებს უკვე შეუძლიათ, რომ აქ ავტომობილები დააყენონ აი ამაში დამატებით ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გადავიხადეთ,” – აცხადებს ხაბეიშვილი.

იტვირთბა....