ახალი ამბები მთავარი სამართალი

“შაქარაშვილის მეგობრები იტყუებიან” – ადვოკატი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე

ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ მოწმეს, ვახო ახვლედიანს საკუთარი მობილური ტელეფონით მთელი ღამის განმავლობაში 18 ზარი აქვს განხორციელებული სხვადასხვა პირთან, თუმცა, მისი ჩვენების მიხედვით, მას მხოლოდ ერთხელ აქვს დარეკილი. მისივე თქმით, შაქარაშვილის მეგობრები იტყუებიან. ამის შესახებ კობაიძემ “ტვ პირველის” ეთერში თეონა ბაკურაძის დღის ამბებში ისაუბრა.

“ახვლედიანი გამოძიების ოქმში საუბრობს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ დარეკა, ხოლო, როდესაც მოვიდა ე.წ. ანძებიდან ამონაწერი, ამ ადამიანს 18-ჯერ აქვს დარეკილი. ეს ადამიანი დანაშაულის შესაძლო ადგილზე იმყოფებოდა დილის ოთხ საათამდე. ჩვენი სატელოფო ანძები ამბობენ, რომ პირველ საათზე ახვლედიანი თბილისში ამოდის. გამოირიცხა, რომ რაიმე ფორმით შემხებლობა ჰქონდა ამ ტრაგედიასთან. თუმცა, ფაქტია, რომ ეს ადამიანები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ამ ადგილზე იმყოფებოდნენ. თუ რატომ იყვნენ თავად უნდა გასცენ პასუხები გამოძებას.

მთავარი ფაქტი, რატომ დამალა 18 განხორციელებული ზარი მის მეგორებზე სხვადასხვა პირებზე, თუმცა, დაუდგენელია ეს პირები. თავად საბურთალოს მხარე, შაქარაშვილის მეგობრები იტყუებიან და რატომ იტყუებიან კითხვას ვსვამ” – განაცხადა კობაიძემ.

იტვირთბა....