მთავარი ციტატა

“ძალიან მარტივია დამხრჩვალი ადამიანისა და მოკლულის ერთმანეთისგან განსხვავება” – პეტრე ცაავა შაქარაშვილის საქმეზე საუბრობს

“მე არ ვარ ექიმი და არც იურისტი, მაგრამ ძალიან მარტივია დამხრჩვალი ადამიანისა და მოკლულის ან აწ უკვე გარდაცვლილის, წყლში ჩაგდებულის განსხვავება ერთმანეთისგან, ვერ წარმომიდგენია რამე პრობლემას წარმოადგენდეს. პირველ დღესვე უნდა თქმულიყო და დღეს უკვე უნდა ვიცოდეთ ადამიანი გარდაცვლილი აღმოჩნდა წყალში თუ დაიხრჩო წყალში”

პეტრე ცაავა, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი

TV პირველი, “დღის ამბები”

შეგახსენებთ, ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

იტვირთბა....