ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ვირუსი უფრო აგრესიული გახდა, ახალგაზრდებს შორის ლეტალური შემთხვევების მოწმეები ვხდებით” – აზერბაიჯანელი ექიმი

“ბოლო დროს, შესაძლოა ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო, ავადმყოფობა, თითქმის ყველა შემთხვევაში, გართულებულად მიმდინარეობს. მეცნიერული კვლევების ჩატარებამდე ძნელია იმის თქმა, რომ მიზეზი ვირუსის მუტაციაა, მაგრამ ექიმების დაკვირების თანახმად, ვირუსი უფრო აგრესიული გახდა და ამჯერად, ჩვენ, სამწუხაროდ, ახალგაზრდებს შორის ლეტალური შემთხვევების მოწმეები ვხდებით.”

ნიჯატ აზიმლი – ბაქოს მენავთობეთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი-ინფექციონისტი

ამის შესახებ ინფექციონისტმა პორტალ “Oxu.az”-თან ინტერვიუში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში კორონავირუსის19 801 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 241 პაციენტი. ხოლო 11 291 ადამიანი განიკურნა.

იტვირთბა....