ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მადლობა იმ თანადგომისთვის, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის” – ილია II აშშ-ს

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიო განსაცდელი ამერიკისა და საყოველთაო ძალისხმევის შედეგად დაიძლევა.

„გულითადად გილოცავთ აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს და ამასთან დაკავშირებით გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება და პატივისცემა თქვენი ქვეყნისადმი იმ თანადგომისთვის, რაც წლებია ხორციელდება საქართველოს დასახმარებლად და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის.

გვინდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ვიმედოვნებთ დღეს, როდესაც მსოფლიო საყოველთაო განსაცდელის წინაშე დგას, სწორედ აშშ-ისა და რა თქმა უნდა, საყოველთაო ძალისხმევითაც პრობლემები დაიძლევა და ღმერთი მოწყალებისა მოხედავს კაცობრიობას. შევთხოვთ უფალს მშვიდობა და კეთილდღეობა არ მოაკლოს თქვენს ქვეყანასა და მსოფლიოს“, – ნათქვამია პატრიარქის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში.

იტვირთბა....